ხვალ, 7 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე თბილისში, თავისუფლების მოედანზე, "ევროპის სახლის" ოფისის გახსნას დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ "ევროპის სახლი" საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს.
როგორც ცნობილია, "ევროპის სახლი" არის სრულიად აპოლიტიკური, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ევროპული კულტურის და ევროპაში ქართული ინტეგრაციას უწყობს ხელს.
საერთაშორისო "ევროპის სახლის" მხარს უჭერენ ვაცლავ ჰაველი - ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი; ტიმოთი გარტონი - ცნობილი ბრიტანელი მწერალი და ისტორიკოსი; ანა პალასიო - ყოფილი ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვები.