"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ახალი წევრი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ინგა გრიგოლია დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე თავად გახდება. ამის შესახებ გრიგოლიამ დღეს, გაზეთ "პრაიმ ტაიმის" პრეს-კლუბში ისაუბრა.
ყოფილი ჟურნალისტი, არჩევნებში თავის მთავარ კონკურენტად ხელისუფლების კანდიდატს მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს თავისი კანდიდატურა ჯერ არ დაუსახელებია.
მისი თქმით, საკრებულო მთავრი პოლიტიკური ცენტრი უნდა გახდეს.
"საკრებულოდან დაიწყება ხელისუფლების გაკონტროლება და სწორედ საკრებულოში დამთავრდება სააკაშვილის რეჟიმი", - განაცხადა გრიგოლიამ.
ბოლოსკენ გრიგოლიამ განაცხადა, რომ 30 მაისამდე მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებთან იდებატებს, რადგან მისი თქმით, დებატები ოპოზიციაში სააკაშვილის წისქვილზე ასხავს წყალს.