საგარეო საქმეთა სამინისტრო პარლამენტს ოფიციალურად სთხოვს ელჩების კანდიდატების დამტკიცების საკითხი მათი დასწრების გარეშე განიხილოს. არგუმენტად კი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა სახელდება. შს სამინისტროს აღნიშნული წერილი დღეს ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად შევიდა. წერილის მიწერა კი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც წინა სესიაზე პარალმენტის თავმჯდომარემ საკითხის განხილვისას ელჩობის კანდიდატების სესიაზე არყოფნა გააპროტესტა. ამის გამო, საკითხი დღის წესრიგიდანაც მოხსნა და სს სამინისტროსგან პარალმენტისადმი მეტი პატივცემულობის გამოჩენა მოითხოვა.
შს სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში კი აღნიშნულია რომ გიორგი ჯანჯღავას, ნიკოლოზ ნათბილაძის, გიორგი გორგილაძის და დავით კერესელიძის სესიაზე დასწრება არ არის აუცილებელი, ვინაიდან ისინი დღესაც არიან ელჩები და მათი ხელახალი დამტკიცება საჭირო გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ გაფართოვდა მათი გადაფარვის ზონები.
შესაბამისად საკითხის განხილვა ხვალინდელი სესიის დღეს წესრიგში იქნა გათავლისწინებული.