"სახალხო დემოკრატების" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი ხელისუფლებას რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
"თბილისელი პენსიონერებისთვის წინასაარჩევნოდ პენსიის 10 ლარით გაზრდა საქართველოს რეგიონში მცხოვრები პენსიონერების დისკრიმინაციაა. ამის რეალური მიზეზი კი ის არის, რომ თერჯოლელი, წალენჯიხელი ან მცხეთელი პენსიონერი გიგი უგულავას ამომრჩეველი არ არის", - განაცხადა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე შეფასებით, აღნიშნულ საკითხს სამართლებრივი მხარეც აქვს, კერძოდ, პენსიის მომატება ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციას არ წარმოადგენს, მათ შორის არც თბილისის მერიისა და საკრებულოს.
"ეს არის ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა და ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ცენტრალურ ხელისუფლებას დაეკისრება",-აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.