ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვიდეოკამერებიო მხოლოდ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საარჩევნო ოლქებში დამონტაჟდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, შესაბამისი გადაწყვეტილება ცესკომ 3 აპრილის სხდომაზე მიიღო.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვიდეოთვალების რიცხვი 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 200-ით მცირდება.
"ჩვენ ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისისა და ვენეციის კონვენციის რეკომენდაციით ვმოქმედებთ, რომლის მიხედვითაც, არ არის სასურველი საარჩევნო უბანზე იყოს ვიდეოკამერა იმ შემთხვევაში, თუ ის საარჩევნო კაბინისკენ არ არის მიმართული", - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიიის პრესასამსახურის უფროსი ჯული გიორგაძე.