საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და უარყო დაცვის მხარის მოთხოვნა, დაკავებული პირები გირაოს სახით გაეთავისუფლებინა.
შეგახსენებტ, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები რამდენიმე დღის წინ დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონ 102 ათას 872 ლარის გაფლანგვა ედება.