ცესკოში ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის შედეგების წარდგენის ვადა 10 აპრილს იწურება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, სიების წარდგენის შემდეგ მონიტორინგის შედეგების განხილვა და ახალი მონაცემების ერთიან სიაში ასახვა მოხდება.
სიების მონიტორინგს პარტიები 5 თებერვლიდან ახორციელებენ. საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, ამომრჩეველთა სიების მონიტორინგში მონაწილეობას კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები, ანუ ის პარტიები იღებენ, რომლებიც დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. ამ ეტაპზე მონიტორინგში სულ 12 პარტია მონაწილეობს.
სიების მონიტორინგის პროცესში ასევე ჩართულია ის პოლიტიკური პარტიებიც, (არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები), რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას არ იღებენ (,,ხალხთან მეგობრობის პარტია", ,,სამართლიანი საქართველოსთვის").
სიების მონიტორინგის განხორციელებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს 1 200 000 ლარი გადაერიცხათ, რის გათვალისწიმებითაც, თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ 100 000 ლარი მიიღო.