თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ბრალი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მულის მეორე და მესამე ნაწილით წარედგინათ, რაც დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვას გულისხმობს. დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა, ე.წ. მოდულის შენობაში 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობოდა.
პროკურატურამ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს 24 საათის განმავლობაში უნდა მიმართოს
ადვოკატების განცახდებით პროკურატურამ მათი უფლებები დაარღვია და დაცვის მხარეს საქმის მასალების გაცნობის უფლება არ მისცეს, რადგან საქმეს გრიფი ადევს.
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტრის 5 მაღალჩინისანი სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვის ბრალდებით, გუშინ დაააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 2013 წელს, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას, უპირატესობის „სილქნეტის" მიენიჭა. პროკურატურის განცხადებით, ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს" უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს.
თავდაცვის სამინისტრო ინიციატივით გამოდის, საზოგადოების მაღალი ინტერსის გათვალისწინებით, აღნიშნულ შესყიდვას გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. გრისის მოოხსნას ითხოვს ასევე, დაცვის მხარეც.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება ასევე მუშაობს ამ დანაშაულში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების გამოსავლენად.