თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა, ე.წ. მოდულის შენობაში 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
დაკავებულებს, გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ედავება.
დაკავებულთა განცხადებით, ბრალდება უსაფუძვლოა რადგან, აღნიშნული ტენდერის შედეგად უპირატესობა უკეთესი პირობების მქონე კომპანიას მიენიჭა, რითაც ბიუჯეტმა რამდენიმე მილიონი დაიზოგა.
ბრალდებულების პოზიცია ჟურნალისტებს ადვოკატებმა გააცნეს.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საქმე ხუთივე დაკავებულის მიმართ 182- ე მულით აღიძრა, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამე ვადით ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, 2013 წელს, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას, უპირატესობის „სილქნეტის" მიენიჭა. პროკურატურის განცხადებით, ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს" უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს.
თავდაცვის სამინისტრო ინიციატივით გამოდის, საზოგადოების მაღალი ინტერსის გათვალისწინებით, აღნიშნულ შესყიდვას გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. გრისის მოოხსნას ითხოვს ასევე, დაცვის მხარეც.