შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ ქურდობისთვის ძებნილი, 1991 წელს დაბადებული ედნარ გ. ხულოს მუნიციპალიტეტში დააკავეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით).