თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე გუშინ დააკავეს, ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. სწორედ დღეს იწურება ვადა - 48 საათი, რომელიც პროკურატურას ბრლის წარსადგენად აქვს.
როგორც ადვოკატები აცხადებენ, დაკავებულები თავს დამნაშვედ არ სცნობენ და შეეცდებიან, გამოძიების ეტაპზე უდანაშაულობა დაამტკიცონ.
დაკავებულებს, გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, 2013 წელს, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას, უპირატესობის „სილქნეტის" მიენიჭა. პროკურატურის განცხადებით, ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს" უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს.
თავდაცვის სამინისტრო ინიციატივით გამოდის, საზოგადოების მაღალი ინტერსის გათვალისწინებით, აღნიშნულ შესყიდვას გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. გრისის მოოხსნას ითხოვს ასევე, დაცვის მხარეც.