დღეს, 29 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში თენგიზ ერისთავის სასამართლო პროცესი გაიმართება. ერისთავი, რომელიც 17 სექტემბერს სამართალდამცავებმა დააკავეს, ბრალად განსაკუთრებით დიდ ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა ედება.
ერისთავი 6 ოქტომბერს 10 000 ლარის გირაოთი გაათავისუფლეს.
მისი გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა და ხელმოწერები შეგროვდა.
,,გამოძიება გრძელდება 29 ოქტომბერს მაქვს დანიშნული სასამართლო და ყველანაირი სამართლებრივი გზებით ვეცდები დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა", _განაცხადა ჟურნალისტებთან ერისთავმა.
ერისთავი იმედს გამოთქვამს, რომ სათანადოდ დაისჯებიან ის პოლიციელები ვინც ნარკოტიკი ჩაუდეს.
,,პოლიციელების სახელები და გვარები არ ვიცი ვინც ნარკოტიკი ჩამიდო, მაგრამ იმედია ყველაფერი გაირკვევა და სათანადოდ დაისჯებიან ამის ჩამდენები, რათა იგივე აღარ განმეორდეს", _აცხადებს ერისთავი.
მასალის გამოყენების პირობები