ნიდერლანდში უდიდესი გემის Pieter Schelte-ის მშენებლობა სრულდება. გემის მშენებლობა 1,5 მლრდ დოლარზე მეტი დაკდა და ის ფინური კომპანია Deltamarin-ის ინჟინრების მიერ დაპროექტდა.
ხომალდის მშენებლობა კომპანია Daewoo-ს მიერ სამხრეთ კორეაში დაიწყო, ხოლო მისი დასრულება, რომელიც მალე იგეგმება, ნიდერლანდში კომპანია Allseas-ის მიერ მოხდება.
ხომალდის დიზელის ელექტროსადგური 8 აგრეგატისაგან შედგება, რომელსაც 13 Rolls-Royce-ის ძრავი აქვს.
Pieter Schelte-ის სიგრძე 382 მეტრია, ხოლო სიგანე 117 მეტრი.