ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ნატოს საპარლამენტო საბჭოს წევრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.
"დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გაცნობა იყო. კერძოდ კი აღნიშნულ რეგიონებში ეთნოწმენდის შემდეგ ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტები, ასევე რუსეთთან არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხები, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, თუ რა საკითხებში გვჭირდება მათი დახმარებამ, რომ საბოლოდ ქვეყანა ნატოში გაწევრიანდეს", - აღნიშნა ბარამიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე შეფასებით, ნატოს საპარლამენტო საბჭოს შექმნა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას ხელს შეუწყობს.
"საბჭოში შემავალი წევრები საკუთარ ქვეყნებში პოლიტიკურ ამინდს ქმნია და სწორედ მათი რეკომენდაციით განიხლება ნატოს გაფართოების და ახალი წევრების ალიანსში გაწევრიანების საკითხები", - აღნიშნა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, ნატოს საპარლამენტო საბჭოს წევრები დღეს დილიდან მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოში მართავენ შეხვედრებს.