გერმანიაში საქართველოს ელჩად პარლამენტმა გაბრიელა ჰამსბურგ-ლოტრინგენი დაამტკიცა.
პარლამენტში შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტმა გააგზავნა და საკითხი ბიუროს გუშინ სხდომაზე იყო ინიცირებული.
გაბრიელა ჰამსბურგ-ლოტრინგენი დაიბადა 1956 წელს ქალაქ ლუქსენბურგში, თუმცა არის საქართველოს მოქალაქე. რაც შეეხება გერმანიაში დღეს მოქმედ ელჩს ლევან დუჩიძეს მისი მომავალი თანამდებობა ჯერჯერობით უცნობია, ასევე არ ხმაურდება მიზეზები, თუ რატომ იცვლება გერმანიაში საქართველოს ელჩი.
აღსანიშნავია, რომ დუჩიძეს უფლებამოსილების ვადა არ ამოწურვია, თუმცა პრეზიდენტს აქვს უფლება ელჩი საკუთარი გადაწყვეტილებისამებრ პარლამენტის თანხმობის გარეშე გამოიწვიოს.