უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეიტინგმა კლება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია „ლევადა-ცენტრის" კვლევის საფუძველზე ვრცელდება.
პუტინის რეიტინგმა წინა თვესთან შედარებით 4%-ით დაიკლო და ამჟამად 83%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ აპრილში პუტინის რეიტინგი 81% -იყო, ხოლო იანვარში 66%.
გამოკითხვის მიხედვით, ასევე იკლო იმ პირთა რაოდენობამ, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ მის ხელახალ არჩევას პრეზიდენტის პოსტზე. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 57%-ს შეადგენდა, ხოლო დღეის მონაცემებით 49%-ია.