„დელტა" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს აფეთქებული საბრძოლო მასალების სკრის საცავისა და მიმდებარე ტერიტორიის გაუვნებელყოფის პირველ ეტაპს იწყებს. აღნიშნული ქმედების განსახორციელებლად სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" მთავრობამ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის უფლება მისცა.
"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ" „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს აფეთქებული საბრძოლო მასალების სკრის საცავისა და მიმდებარე ტერიტორიის გაუვნებელყოფის პირველი ეტაპის" შესასრულებლად საჭირო საქონელისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ამავე პროექტისათვის განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში", - აღნიშნულია მთავრობის №1833 განკარგულებაში.