ზუგდიდში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში გუშინ, გვიან ღამით მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია უწყების ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი ზვიად ლაგვილავა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიზეზი წყლის ავზის აფეთქება გახდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილზე, შენობის მეორე სართულის დემონტაჟი და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ვახტანგ გომელაური. ის უწყებაზე თავდასხმის ფაქტს უარყოფს.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.