15 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო პოეზიის საღამო გუდამაყრის სკოლის ბავშვების დასახმარებლად.
საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ პოეტები: ტარიელ ხარხელაური, მარიამ წიკლაური, თავმას ჩოხელი და სხვ. ღონისძიებაზე გუდამაყრის სკოლის მოსწავლეები და მსახიობები წაიკითხავენ გოდერძი ჩოხელის და მამუკა წიკლაურის ლექსებს.
ფოლკლორული ანსამბლები საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ. შეგროვდება წიგნები სასაკოლო ბიბლიოთეკისათვის, რვეულები, საწერი კალმები და სხვა საკანცელარიო ნივთები, გუდამაყრის სკოლის მოსწავლეებისათვის.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.