2 და 3 ნოემბერს, თელ-ავივში კამერი თეატრის დარბაზში მარჯანიშვილის თეატრი სპექტაკლს „როგორც გენებოთ" წარმოადგენს.
თეატრი ყოველ წელს მასპინძლობს სხვადასვა საერთაშორისო პროექტს. წელს კი შექსპირის ფესტივალს, რომელზეც მიწვეულია საუეკეთესო სპექტაკელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მარჯანიშვილის „როგორც გენებოთ" მათ შორისაა.
უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა ლევან წულაძემ დადგა.
მონაწილეობენ მსახიობები: ონისე ონიანი, რონალდ ოქროპირიძე, ზურაბ ბერიკაშვილი, ნიკა კუჭავა, დავით ხურცილავა, ბესო ბარათაშვილი, მალხაზ აბულაძე, ნიკოლოზ თავაძე, თამარ ბუხნიკაშვილი, ნატა მურვანიძე და სხვები.
თეატრი კამერი დაარსდა 1944 წელს. განთავსებულია თელ-ავივის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში. გააჩნია 5 სცენა და წელიწადში 900 000 მაყურებელს მასპინძლობს.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „როგორც გენებოთ" მარჯანიშვილის თეატრმა 2012 წელს ლონდონის გლობუსის თეატრში შექსპირის ფესტივალზე წარმოადგინა.
მასალის გამოყენების პირობები