დღეს, 6 აპრილს, "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო სიების მონიტორინგის შედეგებს შეაჯამებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამ მიზნით
სალომე ზურაბიშვილი 14:00 საათზე, "თბილისი მარიოტში" მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.
ზურაბიშვილი დეტალურად ისაუბრებს საარჩევნო სიების მონიტორინგის შედეგებზე და მუშაობის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე.
დღევანდელ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც სიების მონიტორინგის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები.