უნგრეთის ეკონომიკის მინისტრი მიხაელ ვარგა მხარს უჭერს ინტერნეტის მომხმარებლებისთვის გადასახადის შემოღებას.
შესაბამისი კანონპროექტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა კიდეც. დოკუმენტის თანახმად, გადასახადის მოცულობა ინტერნეტ ტრაფიკის ზრდასთან ერთად იზრდება. გადასახადის საბაზისო კი ინტერნეტ ტრაფიკი გიგაბაიტებში იქნება. გადასახადის მოცულობა კი თითოეულ გიგაბაიტზე 150 ფორინტი (0,6 დოლარის) იქნება.
თუ კი უნგრეთის პარლამენტი გადასახადის შემოღებას მხარს დაუჭერს, მაშინ უნგრეთში ინტერნეტის მომხმარებელს გადასახადის გადახდა ყოველი თვის 20 რიცხვში მოუწევს.