მთავრობის დღევანდელ გასვლით სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გაუძღვება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
რაც შეეხება სხდომაზე განსახილველ საკითხებს, მინისტრთა კაბინეტი 16 საკითხს განიხილავს, მათ შორის საქართველოს-რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის შესახებ, რომელიც ფოთთან ახლოს თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, საუბარი შეეხება ქართული ფილმების რესტავრაციის პროცესსა და რომში შოთა რუსთაველის ძეგლის დადგმის საკითხს, რომლის შესახებაც მთავრობის წევრებს ინფორმაციას კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკა რურუა მიაწვდის. თავად პრეზიდენტი კი, არსებული ინფორმაციით, განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე ისაბრებს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გასვლითი სხდომა დღეს, 17:00 საათზე, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის შენობაში გაიმართება.