დღეს, თბილისობის დღესასწაულზე თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრ „ბიგ-ბენდი"-ს სარეპეტიციო დარბაზი გახსნეს.
თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი" 1997 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკალურ წრეებში ორკესტრი მაღალპროფესიულ, საუკეთესო საშემსრულებლო ხარისხის თანამედროვე კოლექტივადაა აღიარებული.