თბილისში კოსტავას ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით 25 წლამდე მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.
მამაკაცს ტყვია მუცლის არეში აქვს მოხვედრილი. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.