ზუგდიდის საკრებულის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრ კახა მიქაიას ავტომობილის დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინგანან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიკითხა კახა მიქაია, ასევე დაიკითხება მეორე მხარეც.
როგორც მიქაია აცხადებს, ავტომობილის საქარე მინა ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსმა გრიგოლ მიქავამ დაუზიანა, რომელიც ინცინდენტის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.