იმის მტკიცება, რომ რუსეთი ცდილობს „იმპერიის" აღდგენას და მზობლებზე თავდასხმას, უპასუხიმგებლობაა. უბრალოდ, რუსეთს სურს, რომ მისი ინტერესები იყოს გათვალისწინებული და პატივს სცემდნენ, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში მიმდინარე საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის" მონაწლეების წინაშე სიტყვისთ გამოსვლისას.
„არავითარი საფუძველი არ გააჩნია იმის მტკიცებას, რომ რუსეთი ცდილობს მეზობლების სუვერენიტეტის ხელყოფას. რუსეთი არ ითხოვს არავითარ განსაკუთრებუო ადგილს მსოფლიოში. ამას მინდა ხაზი გავუსვა. სხვების ინტერესების პატივისცემისას, ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ინტერესები იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა პუტინმა.