ყოველ კინოფესტივალზე, ხმაურიან და ბრწყინვალე ფილმ-ლაურეატებთან ერთად, არიან თითქოსდა უბრალო, მაგრამ შთამბეჭდავი ფილმებიც. სწორედ ასეთი „დამალული მარგალიტია" ლონდონის 2014 წლის კინოფესტივალზე წარდგენილი ფილმი „პატარძლები", რომელიც ქართველმა რეჟისორმა თინათინ ყაჯრიშვილმა გადაიღო, წერს „ბი-ბი-სი".
საბჭოთა პერიოდიდან მახსოვრობაში შემორჩენილი ქართული კინოფილმების ფაქიზი ლირიზმი, მუსიკალურობა და პოეტურობა უკვე ფაქტიურად დაიკარგა, მისი ადგილი მკაცრმა და ლაკონურმა კრიტიკულმა რეალიზმმა დაიკავა. ამის მიზეზია ომები, კონფლიქტები, რევოლუციები და ეკონომიკური ნგრევა.
მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დამნაშავეობის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს, რომლებთაც ესოდენ აქებდნენ და ადიდებდნენ, როგორც აღმოჩნდა, თავისი ნეგატიური მხარეც ჰქონია. „ნულოვანი ტოლერანტობა დამნაშავეობას" - ამ ლოზუნგმა, მაყურებლისთვის მოულოდნელი შედეგი გამოიღო - 14 წელი ველოსიპედის ქურდობისათვის, 10 წელი - ძროხის მოპარვისათვის, 6 წელი - მარიხუანას მოწევისათვის...
ფილმის რეჟისორის თინათინ ყაჯრიშვილის მეუღლეც საპყრობილეში იჯდა მსგავსი დანაშაულის ჩადენისათვის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, რეჟისორი მასზე მაშინ გათხოვდა, როცა მისი შეყვარებული, მომავალი მეუღლე უკვე ციხეში იყო. სხვაგვარად მათ ერთმანეთის ნახვის უფლება არ ექნებოდათ... ფილმში ასახულია თინას მსგავსი „პატარძლების" და ცოლების ბედი, 18 წლის ასაკიდან 75-მდე.... ეს არის გასაოცარი ადამიანური ისტორიები, მწვავე პოლიტიკური და იმავდროულად უნივერსალური ამბები.
მასალის გამოყენების პირობები