6-8 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკას ესტუმრება. ამის შესახებ 5 აპრილს გამართულ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
ნორვეგიის სამეფოში გრიგოლ ვაშაძე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს იონას გარ სტორეს და სახელმწიფო მდივანს ესპენ ბარტ ენდენსს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ნორვეგიის სამეფოს ლტოლვილთა საბჭოს გენერალურ მდივანთან.
ნორვეგიის სამეფოს საერთაშორისო საფონდო ინსტიტუტში მინისტრის მონაწილეობით გაიმართება "მრგვალი მაგიდა" საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებაზე.
ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ევროპულ საქმეთა და მიგრაციის მინისტრ ასტრიდ თორსთან შეხვედრით დაიწყება. ვაშაძე შეხვდება თავის ფინელ კოლეგას ალექსანდრე სტუბს, ასევე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში.
მასალის გამოყენების პირობები