შესაძლოა 2008 წლის ომი დროს შეცდომები იყო დაშვებული, მაგრამ ეს ჩემი ქვეყნის ოკუპაციას ლეგიტიმაციას არ აძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სასაკავას მშვიდობის ფონდში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ბუნებრივია, იყო რაღაც შეცდომები, დაკავშირებული ყოფილ პრეზიდენტთა ან მთვრობასთან, რაც ყოველთვის ხდება ომის პერიოდში, მაგრამ ნება მიბოძეთ, გამოვყო მარტივი ჭეშმარიტება - ეს ტერიტორიები საქართველოს ტერიტორიები და საქართველო ვერ გამოუცხადებდა ომს რუსეთს საკუთარ ტერიტირიაზე. შესაძლოა იყო დაშვებული შეცდომები, მაგრამ ეს შეცდომები ჩემი ქვეყნის ოკუპაციას ლეგიტიმაციას არ აძლევს", - განაცხადა პრეზიდენტმა იადგილობრივი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ხედავს თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.
მისივე თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ, სარკოზსა და მედვედევს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, კონფლიქტის დარეგულისრების საკითხს აყენებდა და არა საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობის ცნობას.