დღეს, 24 ოქტომბერს, 19.00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან. შეხვედრა იმართება „საუბრები ლიტერატურაზე" ციკლის ფარგლებში.
ლექციის თემაა „სოკრატე - სიკვდილი N2".
მწერალთა სახლში პრესსამსახურის ინფორმაციით, სოკრატეს სასამართლო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 399 წელს გაიმართა. ფილოსოფოსი დაადანაშაულეს იმაში, რომ იგი არ ცნობს ღმერთებს და რყვნის ახალგაზრდა თაობებს. მას სიკვდილი მიუსაჯეს. საპატიმროში სოკრატემ დალია საწამლავი და რამდენიმე წუთში სრულ გონებაზე მყოფი აღესრულა.
„სოკრატეს, ანტიკური ხანის უდიდეს ფილოსოფოსს და კაცს, რომელიც ცოდნას და განათლებას მიიჩნევდა უპირველესად , რომ ადამიანები ცუდის ქმნისაგან გათავისუფლებულიყვნენ, ახალგაზრდა თაობის გარყვნა დასწამეს ცილად. ამიტომაც არის, რომ მისი სიკვდილი სიკვდილ N2 -ად მოინათლა. თუ რატომ, ამის შესახებ უფრო ვრცლად ლევან ბერძენიშვილი გესაუბრებათ", - აცხადებენ მწერალთა სახლში.
მასალის გამოყენების პირობები