ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლთან მომხდარი აფეთქების მიზეზების დასადგენად, მუშაობა უკვე დაასრულეს კრიმინალისტებმა.
ცნობილია, რომ აფეთქების შედეგად დაზიანებული ავტომობილი ყოფილ პოლიციელ ვალიკო დევრისაშვილს ეკუთვნის, რომელსაც ამჟამად მცირე ბიზნესი აქვს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენი" შსს -ში განუცახდეს, მომხდართნ დაკავშიერბით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
აფეთქება დღეს, გამთენიისას მოხდა. შემთხვეის დროს არავინ დაშავებულა.