კანადის „შეშინება შეუძლებელია", - განაცხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა სტივენ ჰარპერმა ტელემიმართვაში კანადელი ხალხისთვის, ქვეყნის პარლამენტზე განხორციელებული თავდასხმის გამო.
ჰაპერმა თავდამსხმელს ტერორიტი უწოდა და ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერების პირობა დადო.
„უახლოეს დღეებში ჩვენ გავარკვეთ ყველა სახის ინფორმაციას ამ ტერორისტზე და მის მოკავშირეებზე, თუ მას ჰყავდა ისინი", - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ კანადის და კანადელების შეშინება შეუძლებელია.
პრემიერის თქმით, მომხდარი ფაქტი კიდევ უფრო გააძლიერებს ძალისხმევას პოტენციური საფრთხეების წინააღმდეგ, კანადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა ტერორიზმისგან დაცული არ არის და დასძინა, „ბოროტმოქმდები ვერ იპოვიან კანადაში თავშესაფარს".
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 ოქტომბერს, ბოროტმოქმდმა მოკლა პარლამენტის დაცვის გვარდიელი და შეიჭრა შენობაში, სადაც იგი მოკლული იქნა პოლიციის მიერ, ორმხრივი სროლის დროს.
ამ დროსთვის ცნობილია ბოროტმოქმედის ვინაობა, იგი კანადის პრივინცია კვებეკის მცხოვრები, 32 წლის მიშელ ზიხაფ-ბიბო აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები