24 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისობა 2014 გაიხსნება. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება.
17:30 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის ზამთრის ბაღში 8 წლის კატო არჩვაძე თავის პირველ პერსონალურ გამოფენას წარმოადგენს. ის თავის თანატოლებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ექსკურსიაზეც ეპატიჟება.
19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სრულიად ქართველ თავადაზნაურთა საკრებულოსთან არსებული მხატვართა გაერთიანება „სამეფო პალიტრა" და მხატვართა კავშირი „ხელოვნება" გიწვევთ თბილისობისადმი მიძღვნილ გამოფენაზე „ კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს".
ღონისძიება თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე მხატვართა მიერ შესრულებული თბილისური პეიზაჟები და ქართული ეთნოგრაფიული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის, საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლის, მუზეუმოლოგის, საპატიო თბილისელის კონსტანტინე ჩოლოყაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.