უცნობი მამაკაცი, რომლის ვინაობა არ სახელდება, თეთრ სახლში შეღწევას შეეცადა და ღობეზე გადაძვრა.
მამაკაცმა, ვიდრე ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს, თეთრი სახლის დაცის სამსახურის ორი ძაღლი დაჭრა. ინფორმაციას „ასოშეიტედ პრესი" ავრცელებს.
„ძაღლებმა მიიღეს დაზიანებები და ისინი ვერეტინალურ კლინიკაში არიან გადაყვანილნი", - განუცხადა გამოცემას საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა ბრაიან ლიარმა.
მისივე თქმით, ჰოსპიტალიზირებულია მამაკაციც.
ინცინდენტის დროს თეთრ სახლში იმყოფებოდა პრეზიდენტი ობამა.
მიმდინარე წელს, აღნიშნული მეშვიდე შემთხვევა გახდა, როდესაც თეთრი სახლის ტერიტორიაზე არასანქცირებული შეღწევის ფაქტი მოხდა.