მოსკოვის ხელისუფლებამ „რუსული მარშის" ორგანიზატორებს განაცხადის განხილვაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ღონიძიების ორგანიზატორმა, მოძრაობა „რუსების" ლიდერმა დიმიტრი დემუშკინმა განაცხადა.
„ჩვენ სპეციალურად შევიტანეთ მერიაში განაცხადი რამდენიმე მარშრუტზე, რათა ქალაქის ხელისუფლებასთან კომპრომისული ვარიანტისთვის მიგვეღწია. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. თუმცა ამჯერად მერიამ ყველა მარშრუტზე უარი განაცხადა, მიზეზად კი დაასახელა, რომ ჩვენ არ გვაქვს იმ მარშრუტის არჩევის უფლება, რომელიც გვაწყობს", - განაცხადა დემუშკინმა.
„რუსული მარშის" ჩატარება მოსკოვში 4 ნოემბრისთვის იგეგმებოდა.