დღეს, 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და ,,თბილსერვის ჯგუფის" ეპიზოდზე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას პროცესი გაიმართება.
პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება. ასევე დაიკითხებიან ბრალდების მოწმეები.
განხილვას გიგი უგულავაც დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ უგულავას ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ასევე, თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში.
მასალის გამოყენების პირობები