23 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში (დ. აღმაშენებლის გ. 150) გაიმართება პალატის პროექტის „ბიზნეს ინკუბატორის" პრეზენტაცია.
პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი ნინო ჩიქოვანი და მოწვეული ექსპერტები.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ბაზარი აი-ტი ტექნოლოგიების მიმართულებით ბიზნეს იდეებს მოკლებულია. ჩვენს სტუდენტებს ხშირად არ აქვთ საშუალება, საკუთარი ხარჯით მოახდინონ იდეების რეალიზება. ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას განეხორციელებინა ისეთი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვატორ სტუდენტებს. ჩვენ ვთვლით, რომ სხვადასხვა ორგანიზაციების ამგვარი ჩართულობა ახალგაზრდა თაობის სწორად აღზრდასა და ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები