შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას კომენტარი ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის გამართულ ტრენინგზე:
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და ახლო პერიოდში საზოგადოების წინაშე წარსდგება ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიით და ამ სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ოჯახში ძალადობის პრევენციას. შესაბამისად გათვალისწინებულია აქტიური თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან, საზოგადოების აქტიური ჩართულობით ამ პრობლემასთან ბრძოლა. პრევენციასთან ერთად, ჩვენ უკვე წარვსდექით მთავრობის წინაშე კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში 126-ე პრიმა მუხლის გამკაცრებას, რომელიც ოჯახურ ძალადობას ეხება. მოქმედი ნორმა ითვალისწინებდა მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, პასუხისმგებლობის სახედ. თუმცა, ჩვენ ამ ინიციატივით გვინდა დამატებით სასჯელის ზომა შემოვიღოთ, რომელიც გაითვალსიწინებს უკვე თავისუფლების აღკვეთას, რითაც პოლიციელს სამართლებრივი საფუძველი ექნება მოძალადის დაკავებისა. ასევე შიდა ინსტრუქციის პროექტი მომზადდა, რომელსაც მალე მოეწერება ხელი, რომლის თანახმად, ძალადობის ყველანაირი ფორმის გამოვლენის შემთხვევაში ოჯახში, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, პოლიციელს ევალება შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ანუ გამოძიების დაწყებამ არ უნდა შეაფერხოს შემაკავებელი ორდერის გამოცემაც და შესაბამისად ამ კომპლექსური ღონისძიებებით და როგორც თავში ვთქვი, საზოგადეობის აქტიური ჩართულობით, ჩვენ შევძლებთ აი ამ პრობლემის დაძლევას და ყველა ეს ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ზოგადად რეგიონებშიც, მათ შორის განსაკუთრებით ქალთა უფლებების დაცვას ოჯახში, ძალადობის პრევენციას ჩვენ მივესალმებით და აქტიური თანამშრომლობით არასამთავრობო სექტორთან ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ქალთა საინფორმაციო ცენტრთან" აქტიური თანამშრომლობით და სხვა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გვინდა ერთიანი პლატფორმა შევქმნათ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით".