საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, ოჯახში ძალადობის დანაშაულისთვის, მოძალადეს საპატიმრო სანქცია საპატიმრო სანქცია დაეკისრება. .
როგორც შსს-ს ადმინისტრაციის იურიდიული სამსხურის უფროსი ზვიად ოქროპირიძე განმარტავს, ინიციატივის მიხედვით, საპატიმრო სასჯელი არსებული სანქციას ემატება.
"ბრძანება ითვალისწინებს, განყოფილებების მიხედვით, ორი თანამშრომლის გამოყოფას, რომლებიც ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას მოახდენენ და საჭიროების შემთხვევაში შემაკავებელ ორდერებს გამოწერენ. ჩევენ გადავწყვიტეთ ასევე, რომ არსებული სასჯელების გვერდით, თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების დამატებაც მომხდარიყო" , - განაცხადა ოქროპირიძემ.
მისივე თქმით, ოჯახური ძალადობის ფაქტებზე სასჯელი პირველ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომასთან ერთად, იქნება ერთი წელი, ხოლო განმეორებით და დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, 1-დან 3 წლამდე.
პროექტი შსს-მ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა, სადაც ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, ეფერტურ ბერკეტებზე პარლამენტის წევრები მთავრობის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად მსჯელობდნენ.