შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში პოლიციასა და მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შდეგად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, 14 პირი დააკავეს. აქედან, 3 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის 2 ნაწილით, ხოლო 11-ს ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის166 მუხლით ედებათ.
სოფელში მოხეში ვითარება დღეს, ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის განახლების შემდეგ დაიძაბა. ფაქტმა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. ფიზიკური დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოავლო.
ამ დროითვის სოფელში მშვიდი ვითარებაა, თუმცა ადგილზე რჩბიან სამართალდამცველები.
შენობაში, რომელმაც დღეს დავა გამოიწვია, 924-1937 წლებში მეჩეთი ფუნქციონირებდა, მომდევნი წლებში კი, იქ საწყობი და კლუბი იყო განთვსებული.