2014 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვაბრალდებულების: ბაჩანა ახალიას, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილისა და ამჟამად ძებნაში მყოფ მეგის ქარდავას მიმართ.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 32 სასამართლო სხდომა, სადაც დაიკითხა ბრალდების 56 და დაცვის 28მოწმე, ამათგან 3 ბრალდებული. ასევე გამოქვეყნდა ბრალდების 2 მოწმის წერილობითი ჩვენება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაია უდანაშაულოდ სცნო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებების საქმეზე, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების, ასევე ფიზიკურპირთა კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა სასამართლომ დამნაშვედ სცნო მოხელის მიერ ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი წამების ბრალდების საქმეზე, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ. ასევე ბაჩანა ახალაია ცნობილ იქნა დამნაშავედ ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ჩადენილი საჯარო ინტერესისსაწინაარმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის რაიმე გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად სამსახურებრივიუფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერიინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ბაჩანა ახალაიასა და მეგის ქარდავას "ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა" და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 7 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. მათვე აეკრძალათ სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებშიდანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ბ. ახალაიას 3 წლის, ხოლო მეგის ქარდავას 2 წლისა და 3 თვის ვადით.
ბრალდებულები გიორგი მაზმიშვილი და ლევან ქარდავა გამართლდნენ მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების საქმეზე, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლების,საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო ცნობილ იქნენ დამნაშავედ გუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახი მკლელობისათვის. გიორგი მაზმიშვილსა და ლევან ქარდავას"ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა" და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 11 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისისსააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ხოლო განაჩენი მეგის ქარდავას მიმართ, რომელიც გამოტანილ იქნა დაუსწრებლად, შეიძლება გასაჩივრდეს მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებშიგამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში,თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.