"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან. "თავისუფალი თაობის" აქციაზე პოლიციასა და აქციაზე შეკრებილებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც "თავისუფალი თაობის" წარმომადგენელი ზურაბ ბიგვავა დააკავეს.
აქციის მონაწილეებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შენობის მიმართულებით კვერცხების სროლა დაიწყეს, რასაც დაპირსიპირება მოჰყვა. დაკავებულები არიან - სამი პირი დააკავეს, მათ შორის ლადო სადღობელაშვილი, დავით დიდია და ზურაბ ბიგვავა.
"თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები აქციაზე იმყოფებიან დროშებით. მათ წაიკითხეს პეტიცია, რომლის გადაცემასაც პარტიისთვის აპირებდნენ, თუმცა როგორც თავად აღნიშნეს, პოლიციამ არ მისცა საშუალება, პეტიცია შენობაში შეეტანათ.
ადგილზე მოწყობილია პოლიციის კორდონი.