პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ ლევან კვარაცხელიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. მას გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. კიდევ, 6 პირი, რომლებიც ასევე, საპროტესტო აქციის დროს დააკავეს, გუშინ, სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მათი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 22 ოქტომბრისთვის გადაიდო. მათ ფულადი ჯარიმა ან 10 დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის სახლთან 19 ოქტომბერს გამართული საპროტესტო აქციის დროს შვიდი პირი დააკავეს, მათ შორის იყო "ტაბულას" ფოტორეპორტიორი ალექსანრე გიორგაძე.