დღეს, 21 ოქტომბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას , 11:00 საათისთვის გამოაცხადებს.
ამასთან მოსამართლემ გუშინდელ პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა რომლის თანახმად ადვოკატები ითხოვდნენ სასამართლოს მტკიცებულებად მიეღო ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც მითითებულია, რომ ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთია იმ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის, რომელთა მიმართაც ანგარიშსწორება პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება დასაქმების სახელმწიფო პროგრამის საქმეს და ასევე კვარიათის აგარაკის ეპიზოდს.