პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული შვიდი პირიდან ექვსი სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მათი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 22 ოქტომბრისთვის გადაიდო.
რაც შეეხება ლევან კვარაცხელიას, მისი საქმე გადაკვალიფიცირდა და კვარაცხელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
კვარაცხელიასთვის აღკვეთის ღონოძიების შეფარდების საკითხს სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ განიხილავს.
ერთ ერთი დაკავებულის - ბაჩო ახალაიას ადვოკატის რომეო საჯაიას განცხადებით, მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
"ეს დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული მხოლოდ იმის გამო, რომ ვარ ბაჩო და დათა ახალაიების ადვოკატი. კანონის დარღვევას ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და ბუნებაში არ არსებობს მსგავსი რამ. ეს პოლიცია კი არა, მილიციაა, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გამო აკავებს ადამიანებს" - განაცხადა რომეო საჯაიამ.
გატავისუფლებულტა შორისაა ტაბულას ფოტორეპორტიორი ალექსანრე გიორგაძე, რომელმაც უარყო, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით რადიოგადამცემი ამოაცალა.
ადვოკატ ოთო კახიძის ცნობით, რადიოგადამცემის ამოცლის თაობაზე დაკავების ოქმში არაფერი წერია.
მასალის გამოყენების პირობები