დღეს, 20 ოქტომბერს, 12.00 საათზე, საქალაქო სასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. საქმის განხილვა საქალაქო სასამართლომ 10 ოქტომბერს დაასრულა.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
გირგვლიანის საქმეზე ამ ეტაპზე ბრალდებულები არიან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ოქროყანის ეპიზოდზე შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გერონტი ალანია და ვალერიან მეტრეველი.
ალანია ძებნაში იმყოფება, მერაბიშვილი და მეტრეველი კი პატიმრობაში არიან, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილებით საქმის განხილვებში არ მონაწილეობდნენ.
ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან დათა ახალაია და ოლეგ მელნიკოვი, თუმცა მელნიკოვს აღიარებითი ჩვენების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.