ილიაუნიში დაჭრილი ლექტორი მაკა წივწივაძე გარდაიცვალა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნატა ხურციძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, მოგვიანებით, ექიმი რომელიც ოპერაციას უძღვებოდა ჟურნალისტებთან განცხადებას გააკეთებს.
ილიაუნის ლექტორი მაკა წივწივაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანა. ის ყოფილმა მეულემ ცეცხლსასროლი იარღით დაჭრა და თავი მოიკლა.