ქობულეთში, მშენებარე სახლის მეექვსე სართულიდან ჩამოვარდნილმა მინამ 10 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა.
უბედური შემთხვევის შედეგად მოზარდი ადგილზევე დაიღუპა.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.