გუშინ საღამოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, პოლიციამ 3 პირი - თემურ გაბუნია, ბაჩანა პატარაია, ბაკუნა სართანია დააკავა, შემდგომში ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით.
,,ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ინფორმაციით, ამის შემდეგ, ბანძის პოლიციის შენობასთან დაკავებულების ნათესავები მივიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა და შეკრებილებმა პოლიციის უფროსის მოადგილე, ალიკა გაგუა სცემეს.
ინციდენტით ისარგებლეს დაკავებულებმა და ისინი გაიქცნენ.
შემთხვევის შემდეგ, ადგილზე სამხარეოდან ჩამოვიდნენ სამართალდამცავები და დააკავეს ინციდენტში მონაწილე პირები, თუმცა თავდაპირველად დაკავებული 3 მამაკაცი კვლავ მიმალვაშია.
მასალის გამოყენების პირობები